მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი პატიმრობაში რჩება
18-10-2015, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი მომდევნო 30 დღის განმავლობაში პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მოლდოვის ბუიუცანის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს.


მოლდოვის ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში, 2009- 2013 წლებში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით რამდენიმე დღის წინათ მოლდოვის ეროვნულმა ანტი-კორუფციულმა ცენტრმა დააკავა. გამოძიების მტკიცებით,  ე.წ. აფიორებში მოლდოვის მთავრობის ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარი მოიპარეს.


სამართალდამცველებმა ვლად ფილატი ანტი-კორუფციულ ბიუროში პარლამენტიდან მას შემდეგ წაიყვანეს, რაც თავისი გამოსვლა დაასრულა. დაპატიმრებამდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა. გენერალური პროკურორის თხოვნით, ფილატს იმ დღესვე მოუხსნეს იმუნიტეტი.


მას ბრალად ედება საბანკო სისტემიდან გამქრალ 1 მილიარდ დოლართან კავშირი. "ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ჩვენებები. მტკიცებულებებით დასტურდება პრემიერობის დროს ფილატის კავშირი დაკარგულ 1 მილიარდ დოლართან - " განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.


"მე არ მჭირდება ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი. მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვსდგე და ყველა წვრილმანი უნდა გაირკვეს. ადგილი აქვს იაფფასიან შოუს"- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა მისი დაკავებისას.


საპარლამენტო არჩევნების წინ, მოლოდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარი გაქრა, რასაც გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს და საუკუნის ქურდობის გახსნას ითხოვს. ნაწილი რუსეთთან დაახლოების მომხრეა, ნაწილი ევროპასთან ინტეგრაციის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი