რეპორტაჟი 175 წლის წინანდელი თბილისიდან:
რუსეთის იმპერიაში ტფილისი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და ამაში მას ვერცერთი ქალაქი ვერ აჯობებს. ტფილისელები განსაკუთრებით ზრუნავენ თავიანთი შვილების მომავალზე, განათლების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო ღვივდება და იზრდება. არც სასიამოვნო ყოფას ივიწყებენ და ძირითადი სახსრებს მშენებლობაში აბანდებენ. ყოველდღე ახალი, ევროპული სტილის შენობები ემატება ქალაქს, მისთვის დამახასიათებელი აივნებით. ვისაც კი 2000 ვერცხლი გააჩნია, დაუფიქრებლად სახლს იშენებს. არც ბინის ქირაა იაფი. ტფილისელ მანდილოსნებს კი ღირსებით რუსეთის ვერცერთი ქალაქი ვერ სჯობია.
ერთი სიამოვნებაა მოსკოვის ,,ზასტავიდან“ გოლოვინის პროსპექტით, ნიკოლოზის და ერივანსკის მოედნების გადაკვეთით, ხანის ქუჩით ბაღის ბოლომდე (,,სადოვაია") გასეირნება , ან ველიამინოვის ქუჩიდან ალექსანდრეს მოედანზე საინჟინრო ქუჩის ბოლომდე. აქაა თავმოყრილი ქალაქის საუკეთესო ნაწილი.
ფასადი და სისუფთავე ტფილისისა არაფრით ჩამოუვარდება იმპერიის საგუბერნიო ქალაქებს. ასევე მშვენივრად გამოიყურება აბას-აბადის და გეორგიევსკის მოედნები, ბარონის, გრაფის, მთის, დიდი მრუდე და სხვა ქუჩები. მიუხედავად იმისა, რომ ტფილისი ჯერ მაინც ვერ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ქალაქში შესაძლებელია ყველა იმ ნივთის შეძენა, რაც პეტერბურგში და ამ ბოლო დროს დაწინაურებულ ოდესაშია. მეტიც, აქ ზოგიერთი ისეთი ნივთიც იყიდება, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. ამაზე აქ ასე ამბობენ ,,ეს პეტერბურგისთვის და ოდესისთვის ფუფუნებაა“.
ქალაქში სოფლიდან ყოველდღე ბევრი მოვაჭრე შემოდის, რომელთაც ხორაგი უმეტესად სახედრებით შემოაქვთ. ზოგჯერ ერთი მეხრე ათ სახედარს მართავს, რაც ტფილისის ქუჩებში ძნელი მოსახერხებელია. ამ დროს, ტფილისელი ბავშვები ერთი გროშის ფასად მზად არიან დასახმარებლად. ზაფხულის სისხამ დილაზე აქ სოფლელები მაწონს გთავაზობენ, ახლო და შორი კოლონისტები(გერმანელები) მისაღებ ფასში - ვიჩინას და ახალ რძეს. ქსოვილებს და ქალთა ტუალეტის ნივთებს ეზო-ეზო და სახლებში ქართველი ებრაელები დაატრებენ და მორცხვად სთავაზობენ ქალბატონებს.
შუადღისთვის ისმის ზურნის ჭყვიტინი, ქალების და კაცების მხიარულება, ბავშვების ჟივილ-ხივილი. გაისმება ზარბაზნის გასროლის ხმა - შუადღის მაუწყებელისა, მას მხარს უბამს სამხედრო შტაბის საათის გაგრძნობადი რეკა და კათოლიკური ეკლესიის ზარის წკრიალი, რომელსაც მინარეთიდან მოლის კივილი მოჰყვება. სიცხეც ჩამოწვება, რაღაცა დროით მოედნები მიწყნარდებიან, ხალხი გასაგრილებლად ვიწრო, ნესტიან მაგრამ ყინულით მომრაგებულ სარდაფებს მიაშურებს, რომლებიც თითქმის ყველა სახლს აქვს. ამ ხვატის გამო, ბევრი ოჯახი რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ, სააგარაკედ ურმების ჭრიალით გადის. ურმებზე მსხდომი გოგონების სახეებზე კი აგარაკზე გასვლის დაუჯერებლობა და ამით გამოწვეული სიხარული იკითხება, მორიდებით.
საღამოჟამს ქალაქში დარჩენილები გამოდიან მთიდან მობერილი გრილი ნიავის შესახვედრად, ზოგი ბულვარში დასეირნობს, ზოგიც ვერაზე მიდის, ტფილისის სასაფლაოს სიჩუმისა და მტკვარის ჩქამის მოსასმენად. ღამის 11 საათისთვის, რომელსაც სამხედრო შტაბის საათი დაუზარელად გამცნობთ, თითქმის ყველანი სახლებში არიან. ორ-სამ გამვლელს თუ წააწყდება კაცი ქუჩაში, ისიც ვიღაც დაგვიანებული ჩინოვნიკები თუ იქნებიან ,,ტუზ კაროლ და ვალეტის ლაპარაკში გართული“. შორიდან ... ისმის ნაღვლიანი სიმღერა არღანის ან ჩონგურის აკომპანიმენტით, რიჟრაჟზე კი დილის საარი, ქართული ფლეიტის-დუდუკის თანხლებით.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.