პირველი თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან
22-01-2021, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დასწრებული ფორმით სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, უწყებათაშორის საბჭოზე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, მიღებული იქნა სკოლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

 

„კერძოდ, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა, თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დასწრებული ფორმით გაგრძელდება პირველი მარტიდან, ეს რასაკვირველია, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება კონკრეტული ეპიდსიტუაციის, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსულია 4 პროცენტამდე, შესაბამისად, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.

 

 

ჩვენ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში, სკოლაში და საკლასო ოთახებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ასე მოხდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწორედ ის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი ბავშვების ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

მისივე თქმით, სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული.

 

 

„ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება, ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.

 

 

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება პირველ მარტამდე. როგორც მოგახსენეთ, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს მოხდება შემდგომი შემსუბუქების განხილვა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი