მამუკა მდინარაძე: რუსები და „ნაცები“ გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა
22-01-2021, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ რუსები და „ნაცები“ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიღწევა ის იყო, რომ აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს.

 

 

„გუშინ რუსეთის პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი. გუშინ ასეთ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა, ეს იყო მოკლე შეფასება გუშინდელი დღის. ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც მარტივად ვერ წარმოვიდგენდით, ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, უდიდესი შრომის შედეგი იყო. არც ვაპირებდით იმაზე ლაპარაკს, ვისი დამსახურება იყო და ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ყველაფრისა, ვულოცავდით ამ ყველაფერს, თუმცა გუშინ „ნაცმოძრაობამ“ განიზრახა რაღაც პიარული ტრიუკების კეთება. ამისი დრო ნამდვილად არ იყო, თუმცა იკადრეს. თუ დღეს ჩემგან აინტერესებთ, მათი მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების და რეზოლუციების დონეზე, დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით, რომ რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაიწყება ხვალვე, თუმცა დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი