ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს, – ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში წერია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ჩადენილ არაერთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
„სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთი ახორციელებდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ეფექტურ კონტროლს და პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში, ქართველების თვითნებურ დაკავებებში და 160 დაკავებული ქართველი სამოქალაქო პირის არაადამიანურ მოპყრობაში. რუსეთს ასევე დააკისრეს პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველების სეპარატისტულ რეგიონებში დაბრუნებისთვის ხელის შეშლაში“, – ნათქვამია სტატიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.