დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა
19-10-2015, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა. მინისტრმა ამის მიზეზები გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაასახელა.


„850 მილიონით შემცირებულია იმპორტი, 450 მილიონით - ექსპორტი და 250 მილიონით - ფულადი გზავნილი. შედეგად, გამოდის, რომ დღეს 100-150 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი ლარზე, ვიდრე ეს იმავე პერიოდში შარშან იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს 390 მილიონი დოლარი აქვს კიდევ გაყიდული, ეს ფული სადღაც ხომ წავიდა? ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორ კვარტალში 530 მილიონი გვაქვს და შემდეგ უკვე მცირე ანალიზი გვჭირდება. ფულის მასა (M3), რომელშიც შედის დეპოზიტები ვალუტაში, თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ანგარიშებზე. იმის გამო, რომ რეალობის აღქმა იყო არასწორი, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა დოლარი შეიძინეს და ანგარიშებზე განათავსეს, მაგრამ ახლა ეს დოლარი ხომ უნდა დახარჯონ? გამორიცხულია, ეს ფული უკან არ ჩატრიალდეს ეკონომიკაში. აუცილებლად მოხდება ამ ფულის ისევ გადახურდავება და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი