„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია.
სამდივნოს შემადგენლობა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ გააცნო.
პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პოლიტიკური მდივნად რჩება ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი – დიმიტრი სამხარაძე.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
„მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე, მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო. აგრეთვე, საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც.
გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს შემადგენლობას: გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე. პოლიტიკურმა საბჭომ პოლიტიკურ მდივნად კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება თქვენი მონა მორჩილი – მამუკა მდინარაძე. მე შევუდგები აღმასრულებელი მდივნის საქმიანობას.
ბუნებრივია, სხვა საკითხები გახლდათ სამომავლო გეგმები. პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე. პარტიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. სამდივნოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებაა ხედავთ, რადგან, როგორც კახა კალაძეზე იცით, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კუჭავა და დიმიტრი სამხარაძე იკავებდნენ ამ თანამდებობებს. ცვლილება არის აღმასრულებელ მდივანთან – ჩემთან დაკავშირებით.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარტიული სტრუქტურებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ იგეგმება.
„გავაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას. ჩვენ შევეცდებით, რომ გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულებით მუშაობა. პარტიული სტრუქტურების რაიმე განსაკუთრებული ცვლილება როგორც ასეთი, არ იგეგმება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.