გიგი უგულავა: სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება, გადაადგილება შეგიზღუდონ პოლიტიკური ნიშნით, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე
23-01-2021, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება, გადაადგილება შეგიზღუდონ პოლიტიკური ნიშნით, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ შსს-ს მიერ გავრცელებული განმარტების საპასუხოდ.

 

 

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება გადაადგილება შეგიზღუდონ ან პოლიტიკური ნიშნით, ან იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე – პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით.

 

 

წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 06:00 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინანსური ზიანის მიყენებით და ა.შ. იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, – განაცხადა უგულავამ.

 

 

შეგახსენებთ, გიგი უგულავას მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი