პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც საპროკურორო საბჭოს 8 წევრის არჩევა უნდა მოხდეს.
"დღევანდელი კონფერენციის მიზანია პროკურატურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ჩავატაროთ კონფერენცია. კონფერენცია, როგორც ცნობილია უფლებამოსილია აირჩიოს საპროკურორო საბჭოს წევრები. შესაბამისად, დღეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოხარული ვარ, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის და უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს სწორედ ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი. მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ისტორიული მოვლენის აქტიური მონაწილეები. პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა, თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ასევე პირველად გვეძლევა შესაძლებობა, ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს წევრები", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურორი დარწმუნებულია, რომ საპროკურორო საბჭოში მოხდება ღირსეულთა შორის ღირსეული 8 კანდიდატის არჩევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.