თავდაცვის სამინისტრო ცილისმწამებლურს უწოდებს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გავრცელებულ ინფორმაციას სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე
24-01-2021, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

 

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული და უწყების დისკრედიტაციის მიზნით შეგნებულად შეთითხნილი.

 


„სამწუხაროა, რომ „ტვ პირველი“ სამინისტროს მიერ შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას, რომელიც სწორედ გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციას უზრუნველყოფს, მიიჩნევს სისუსტედ.

 

 

საზოგადოებისათვის განმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან. საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

 

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა" და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს.

 


გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც. შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები.

 

 

რაც შეეხება, კომპანია „ვანი როქსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დასრულებამდე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა. შესაბამისად ეს კომპანია უკვე იყო ღია და გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვებული და ცხადია, გადაუდებელი წესით სხვა კომპანიასთან დაკავშირება იქნებოდა სწორედ საეჭვო გარემოება.

 

 

რაც შეეხება აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირებას - სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას. ვწუხვართ, რომ "ტვ პირველი" დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით", ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი