ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტების მეუღლეებიც დაესწრნენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი, ერთმანეთს პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.
საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, ხელის შეუწყოს ამ თანამშრომლობას და გააღრმავოს იგი.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, სადაც სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.
სახელმწიფოს მეთაურის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.
დელეგაციების შეხვედრის პარალელურად, ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.