არაფრის მქონე იყო, მაგრამ ტფილისში მუშად ყოფნისთვის მაინც ბევრი ჩამოდიოდა - „მუშა“ - ასე ეძახდნენ მე-19 საუკუნის შუა წლებში ტფილისში მეკურტნეს
24-01-2021, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მუშა“ - ასე ეძახდნენ მე-19 საუკუნის შუა წლებში ტფილისში მეკურტნეს. უბინაო, ჯანით სავსე კაცი, რომელსაც დაკონკილი ძველმანები, შესაძლოა ძველი შინელი ან ყველა ღილაწყვეტილი მუნდირიც სცმოდა, ზემოდან გადაჯვერედინებულად შეკრული ქამრებით, ზურგზე კი თივით გატენილი ბალიში, თუ გუდა.

 

 

დილაადრიან მთელი დღის განმავლობაში რას არ ეზიდება: წყვილი თუნგით წყალს, ავეჯს, ფქვილს და ყველაფერს რასაც ეტყოდნენ. მათი დაქირავება ხომ იაფი და ეკონომიური იყო. დღის მანძილზე აბაზს თუ იშოვიდა, თავისთვის ძნელად ემეტებოდა შაურიანის ჩარექა ღვინო და ყველის ნაჭერი. მოსასვენებლად და ძალების აღსადგენად კი მიწაზეც მშვიდად ეძინა და ცა საბნად ეხურა. არაფრის მქონე იყო, მაგრამ ტფილისში მუშად ყოფნისთვის მაინც ბევრი ჩამოდიოდა, განსაკუთრებით იმერეთიდან, ერევნიდან და ალექსანდრეპოლიდან (დღ. გიუმრი). ასეთი შემთხვევაც ყოფილა - ერევნის მოედანზე უცხენო ოთხადგილიანმა კარეტამ ჩაიარა, რომლის ძირს მუშის შიშველი ფეხები მოჩანდა.

 

 

ეეჰ, იმ დროს კურტანიც არ იყო, რომ სიმძიმის ზიდვაში შეშველებოდა იმ უბედურთ!

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი