იუსტიციის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
25-01-2021, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა. მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში
მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ 2013 წლიდან მოყოლებული, არაერთი წარმატებული რეფორმა განახორციელა კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერებისთვის; ასევე, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. აღნიშნული რეფორმების შედეგია სამართლის უზენაესობის გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიციის წლიური ზრდის მაჩვენებლები, ზოგიერთ შემთხვევაში – ერთდროულად ათზე მეტ პოზიციაში.
მინისტრის თქმით, უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში. ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება. მინისტრის თქმით, საქართველოში სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ასეთი საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან.
გოჩა ლორთქიფანიძემ ელჩს იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
შეხვედრის ბოლოს შვეიცარიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გოჩა ლორთქიფანიძეს საინტერესო შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ აფასებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეგობრულ ურთიერთობებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი