NDI: გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს
25-01-2021, 22:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორია თქვენი მოლოდინები ახალ პარლამენტთან დაკავშირებით - ეს კითხვა დაუსვა NDI-მ საქართველოს 2 ათასზე მეტ მოქალაქეს. გამოკითხულთა 41%-მა უპასუხა, რომ ფიქრობს, ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 32%-მა განაცხადა, რომ ამ მოლოდინს არ ეთანხმება, 27%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

 

ამასთან, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტურად გაუწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. 28% საპირისპიროს ფიქრობს და აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის ზედამხედველობა უფრო ეფექტური არ იქნება.

 

 

36%-ს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან, თუმცა, საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 28%.

 

 

33%-ის შეფასებით, ახალი პარლამენტი უფრო აქტიურად ჩართავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პარლამენტის საქმიანობაში. ამ მოლოდინს არ ეთანხმება გამოკითხულთა 29%, 37%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი