საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.
„საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებულია ოდირთან, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს დაეხმარა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში. ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო. არჩევნებში მონაწილეობა 48 პარტიამ მიიღო და ათი პარტიის წარმომადგენლები აირჩიეს პარლამენტში. მმართველმა პარტიამ მკაფიო ხაზი არ გაავლო მასა და სახელმწიფოს შორის. მეორე პრობლემაა ის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. საქართველოზე თანამომხსენებლებმა გააკეთეს განცხადება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს ჭკვიანური რჩევაა. მეც მინდა, პარტიებს დიალოგისკენ მოვუწოდო“ - განაცხადა ტინი კოქსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.