კახა კალაძე: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია
25-01-2021, 22:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. 

 

დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა. 

 

მან სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობები აჩვენა, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ამ ისტორიულ უბანში სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისას მხოლოდ 14 შენობა-ნაგებობის აღდგენა-რესტავრაცია იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 15-ით გაიზარდა, რის გამოც სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

მისივე განმარტებით, გარდა ფასადების მოწესრიგებისა, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. 

 

„დარწმუნებული ვარ, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და  ტერიტორია დასუფთავდება, მოწესრიგდება, ეს ყველაზე პოპულარული ადგილი იქნება თბილისში. გუდიაშვილის მოედანი გამორჩეულია თავისი შინაარსითა და ისტორიით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იბრძოლა ამ მოედნის შენარჩუნებისთვის. გვახსოვს, აქ რა პრობლემები იყო. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია პროცესში ჩართული და გვეხმარება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორად ჩატარდეს. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული. მართლაც, არაჩვეულებრივი პროექტია. ვეცდებით, რომ ზაფხულში ის დამატებითი შენობა-ნაგებობებიც დასრულდეს, რომელთა რეაბილიტაცია მოგვიანებთ გადაწყდა. არასწორი იქნებოდა, მხოლოდ  მოედანი გაგვეკეთებინა და მის უკან არსებული შენობა-ნაგებობები დაგვეტოვებინა სავალალო მდგომარეობაში. თუმცა, კიდევ რჩება სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობამ  არაერთხელ მოგვმართა თხოვნით და მათაც ვპირდებით, რომ პროექტი ამით არ დამთავრდება. ჩვენ გავყვებით, გავაგრძელებთ ისტორიული შენობა-ნაგებობებს აღდგენა-რეაბილიტაციას. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებითი სარგებელის მომტანია, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ახალი მიზიდულობის კერები იქმნება, სადაც ტურისტები დატკბებიან ჩვენი ქალაქის სილამაზით,“- განაცხადა თბილისის მერმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომელთა მიზანია, ძეგლების აღდგენის დროს მათი ავთენტურობა და პირვანდელი სახე შენარჩუნებული იყოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი