ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა
26-01-2021, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.

 

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.

 

 

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გუშინ გაიხსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა, რომელიც მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა. ანგარიშის მოსმენას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.

 

 

როგორც ტინი კოქსმა განაცხადა, საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები და მისი შედეგები ეჭქვეშ ვერ დადგება. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი