"ახალი პოლიტიკური ცენტრი" რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს. განცხადება ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება სიტყვის თავისუფლება და არ იარსებებს კრიტიკული მედია ქვეყანას მომავალი არ აქვს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შეიკრიბოს ძალიან ბევრი ადამიანი. მიმდინარეობს შეტევა გამალებული თავისუფალ სიტყვაზე და თავისუფალ მედიაზე. თუ რუსთავი 2-ს შეექმნება პრობლემები, პრობლემა შეექმნება მედიას წინასაარჩევნო პერიოდში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს არ არის კერძო დავა, ეს ქვეყნის მომავალს ეხება. თუ ქვეყანაში კრიტიკული მედია არ იქნება ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.