კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 202 იმერეთში, 98 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
26-01-2021, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 202 იმერეთში, 98 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.

 

 

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 244 446-მდე.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 –თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 189, აჭარაში – 98, ხოლო იმერეთში – 9.

 

 

სულ 6 ოქტომბრიდან – 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 977 პირი.

 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 135 პირი, აჭარაში – 979, იმერეთში – 1 694“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი