ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა
26-01-2021, 20:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა შეაფასეს 2020 წლის დეკემბერში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა. მინისტრის მოადგილემ სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ახალგორის რაიონში, ისევე, როგორც ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობა.

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც იურიდიულად ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევისა და  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი