სალომე ზურაბიშვილი: დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება
26-01-2021, 21:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით წერედიანს სიკვდილის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, დავით წერედიანის ოჯახს გადასცა.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის -  პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

 

 

,,ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და  სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში. 

 

 

კულტურას მაცოცხლებელი ძალა აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და გავამდიდროთ.

 

 

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება.

 

 

ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ გავიტანოთ ჩვენი კულტურა  და ჩვენთან შემოვიტანოთ სხვა ქვეყნების კულტურა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის.

 

 

ცერემონიას ესწრებოდნენ: ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი