პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
26-01-2021, 21:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

 

 

საუბარი შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც ტოივო კლაარმა მაღალი შეფასება მისცა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურების მნიშვნელობას.

 

 

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან შეხვედრისას განიხილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი მძიმე ვითარება და ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ტოივო კლაართან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივება დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

პრეზიდენტმა ევროკავშირის მხრიდან კოვიდსოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინის დროულად მოწოდების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეგიონულ საკითხებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი