ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს ქალაქებში ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სერგეენკოს უკვირს ის ფაქტი, რომ “აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”.
“პირველ რიგში, ძნელია, რომ ნორმალურ ადამიანს რაღაც მკაფიო რეაქცია ჰქონდეს ამ არაადამიანობაზე. თუმცა მე მართლა გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებისა და მედიის აქცენტი არის იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩვენება. რა თქმა უნდა, არა და აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა. მიკვირს, რომ აქცენტი მარტო იმაზეა აქ, უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, რომელიც სამეგრელოშია გადაღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.