[ვიდეო] ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
27-01-2021, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი  სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

 

 

„ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩა N24-ში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ასეირნებს ბავშვებს, ვარჯიშობს. მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში,  მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.   ასევე, ეს ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

მისივე თქმით, ლოტკინზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია. 

 

 

„რაც შეეხება აღნიშნულ სივრცეს, კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა ქალაქში, რომელიც დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობია. მთლიანად მოხდა მისი განახლება ახალი ხე-მცენარეებით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ტრიბუნებით, ველობილიკთ. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა. მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი