დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 180 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
„ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის, 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები. თუმცა, ამით ვერ მივაღწევთ იმას, რა შედეგიც საბოლოდ გვინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებს, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტული ხდება ავტობუსის ზოლების მოწყობა. რა თქმა უნდა, ამას თან ბევრი კვლევა ახლავს და ის ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა, თუმცა, სადაც აუცილებელია, იქ ავტობუსის ზოლები იქნება. ჩვენ დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა გვჭირდება. ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოებს მომავალში ფასთა კვლევა გამოცხადდება, შემდეგ კი - ტენდერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.