ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
„დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებითი განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებს და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი.
ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების წინ ერთ სხდომა აუცილებლად იქნება ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ოპოზიციიდან ვერც ერთ წარმომადგენელს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, თუ არ შეიცვლება. ამიტომ, თუ რეალურად სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.