საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2969 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (26 იანვარი, 2021) მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.3011 ღირდა.
0.005 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.9982 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0032 იყო.
0.0233 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ღირებულება 4.5286 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 4.5053 ლარი იყო.
2021 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურლმა ბანკმა ჯამში 80 მლნ დოლარი გაყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.