მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას და არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს - ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე
27-01-2021, 20:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა ,,კვირის პოლიტიკაში" საუბრისას ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვრცლად ისაუბრა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყების კრიტიკის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს.

 

 

„ვფიქრობ რამდენად ღირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო იმ უსუსურ და ამავდროულად ძალიან ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც არაერთხელ სცადეს. რეალურად მათ, არავითარი საბაბი არ აქვთ, მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას, არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს, სასაცილო ამბებს. მაგალითად, ბოლო ამბავი შეთხზეს და შეთითხნეს პროვოკატორებმა, ანტიეროვნულმა და საეჭვო პოლიტიკის გამტარებლებმა, როგორიც არის ბატონი მელაძე. თქვენს მსმენელს მინდა ავუხსნა, რაოდენ აბსურდულია მათი მცდელობები. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ თავის მოწონება ან ტრაბახი მინდა, პირიქით - ჩვენ მოკრძალებით, მაგრამ ამავდროულად პროაქტიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაყენებთ მუდმივად საქმის კურსში და ანგარიშებს ვაბარებთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჯარში. ის, რომ ჯარში ამ ერთი წლის განმავლობაში რეალურად გაკეთდა ძალიან ბევრი რამ, რაც არ გაკეთებულა წლების განმავლობაში არცერთი მართველობის დროს, ეს ზედმეტი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით, მე საქმით ვამტკიცებ ამ ყველაფერს.

 

 

ჩემი გაცხადებული პოლიტიკა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“  სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯარს, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და საიმედო დასაყრდენი ჩვენი ერის, ხალხის და სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო. აღარ მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მე დამხვდა, მაგრამ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სწორედ ამ პოლიტიკას და ლოზუნგს, რომელიც თქვენ თქვით. ამის ფარგლებში მოვაქციეთ ის, რომ დაწყებული ეკიპირებით,  დამთავრებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოვაწყეთ და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 250 ობიექტზე დავიწყეთ და უმრავლესობა უკვე დავასრულეთ ჩვენივე ძალებით. ეკიპირება არის აბსოლიტურად თანამედროვე, ნატოს წევრ, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის და სხვა წარმატებული დასავლეთის ევროპის ქვეყნების ჯარების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი