ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ძლიერი თავდაცვის ძალების შექმნა“
27-01-2021, 21:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რადიო  „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად,  ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის,  შეიარაღებისა განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა  და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას  ისახავს მიზნად.

 

 

მინისტრმა  სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და დანერგილი სიახლეებიც გაიხსენა: „წინა წელს მთავარი აქცენტი მქონდა ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე:  კვება,  აღჭურვილობა, ფორმები, ფეხსაცმელი, ინფრასტრუქტურა,  ყაზარმები, ბინათმშენებლობა, რომელიც  მახათას მთაზე  დავიწყეთ. წელს მთავარი აქცენტი  შეიარაღების სისტემების შეძენასა  და საბრძოლო მზადყოფნაზე მექნება. გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა ვიზრუნოთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე - იქნება ეს არტილერია, საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე დრონების სისტემა, სადაზვერვო საშუალებების განვითარება, თუ სხვა მიმართულება. ეს ყველაფერი  საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებასა  და რა თქმა უნდა,  ჩვენი ჯარის გაძლიერებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება“. 

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარი ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტია, რომლის გაძლიერებაზე სახელმწიფო მუდმივად უნდა ზრუნავდეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, ათწლიან გეგმაზეც ისაუბრა, რომლის შემუშავებაში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება აღნიშნა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი