ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არტიუშ მელკონიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ქ. ნინოწმინდის მერის რწმუნებული ხორენ მღდესიანი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებთან არმენ დარბინიანსა და ედგარ სტამბოლციანთან ერთად ქ. ნინოწმინდაში მცხოვრებ რვა შშმ ბავშვების ოჯახებს ეწვივნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8/რვა/ ბავშვს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს.
როგორც ნინოწმინდის მერიაში აცხადებენ, დანარჩენ სოფლად მცხოვრებ 41 შშმ ბავშვს მერის რწმუნებულები უახლოეს დღეებში დაურიგებენ საკვები პროდუქტების კალათებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.