გორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კარი აუჭედეს. ინციდენტისას ოფისში “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.
პარტიის ადგილობრივი ოფისის წინ აქცია 60 -მდე ადამიანმა გამართა, მათ 17 ოქტომბერს ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებში ასახული ძალადობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 17 ოქტომბერს გავრცელებულ კადრებზე სრული პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.