გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა.
„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების შემოღება უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრმა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ბიზნესასოციაციის წევრებს საქმიანობის ის სფეროები გააცნეს, რომლებზეც ახალი რეგულაციები გავრცელდება. ამასთან, განიხილეს ფილტრაციის სისტემის უქონლობის შემთხვევაში გათვალისწინებული გამკაცრებული საჯარიმო სანქციების პაკეტი, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ახალი მოთხოვნები ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა შევიდეს.
შეხვედრაზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ასოციაციასთან.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი 60-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.