გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება იწყება
28-01-2021, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.

 


„ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,“ - განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
საქართველოში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო საწარმო, ვინაიდან ასეთი საწარმო კორუფციის კარგი წყაროა. ჩვენ გვესაჭიროება აბსოლუტურად ლიბერალური ეკონომიკა. ჯარი, პოლიციცია, განათლება, იუსტიცია ვანდოთ სახელმწიფოს. აქ ნამდვილად ბევრია გასაკეთებელი. პრივატიზაციის გეგმა და შესაბამისი კანონები.
28 იანვარი 2021 05:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი