განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის თქმით, შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.
„დადგენილების მიხედვით, განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნებ, არის უძვირფასესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.