გახარიას განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესაძლოა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს, თუკი უახლოეს ერთ კვირაში ვირუსის გავრცელების მხრივ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება და პირველ რიგში ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს
28-01-2021, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ კვირაში დადებითი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს.

 


როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ „მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლქა". 

 

 

„მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. რამდენჯერმე ვთქვით, მაშინ, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30 პროცენტს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 აღებული ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელი არის მხოლოდ 723-ზე, რაც ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუცა ეს უკვე მიუახლოვდა 4 პროცენტს. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს. პირველ რიგში ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის ერთობლივი მუშაობის და შრომის შედეგად.

 

 

რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, ვიდრე უფრო აქტიურად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. მოგეხსენებათ, მაია ცქიტიშვილის, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა, ხვდება სხვადასხვა სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურად 2 000, 3 000, 4 000, 5 000 ინფიცირების შემთხვევაში, არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი არ და ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უფრო პასუხისმგებლიანად, გონივრულად და ფრთხილად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა“, – აღნიშნა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი