საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა
28-01-2021, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ მარკ მილს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. კოლეგებმა გასულ წელს საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც მიმოიხილეს და მიმდინარე წლის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს.

 

 

ხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობასა და 2021 წელს, მისი დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე 2021-2022 წლებში დაგეგმილ ქართულ-ამერიკული ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობა, ასევე ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მხარდამხარ მონაწილეობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მოდერნიზაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს. 

 

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   Takon Hp
      
the content of the website is very cool, I like visiting this website, I hope the website will be more advanced cara mengembalikan foto yang terhapus di android
28 იანვარი 2021 08:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი