"უწიგნური მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - გვარამია დარბაზიდან გააძევეს
19-10-2015, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც „რუსთავი2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს. პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს.


„მოსამართლე ურთმელიძემ არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს არის არაკვალიფიციური მოსამართლე. მას გამოცდა ჩაბარებულია აქვს ბათუმში. ყველამ ვიცით, 90-იან წლებში ბათუმში გამოცდის ჩაბარება რასაც ნიშნავდა. გასაგებია ეხლა რაც ხდება - უწიგნური მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ხალხი არ მისცემს ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ 2016 წლის არჩევნები მოიპაროს. არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება თავისუფალი მედიის გარეშე. ჩვენ ვართ ერთადერთი მედია, რომელიც არ არის დამოკიდებული მთავრობაზე. ეს უკანონო ქმედებები დასჯის გარეშე არ ჩაივლის“, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.



შეგახსენებთ, პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის საქმიდან აცილებასთან დაკავშირებით. ასევე არ დააკმაყოფილა მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, პროცესისი ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი