მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
28-01-2021, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ბაზრობების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ.

 

 

„არასწორად ხდება გახსნები და არასწორად ხდება ჩაკეტვები. არ შეიძლება ღია სივრცეს არ ჰქონდეს პრივილეგია და დახურულ სივრცეებს ჰქონდეთ. ჯერ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, მერე გვითხრეს, რომ 15 იანვარს უნდა გავხსნილიყავით, შემდეგ თქვეს 1-ლი თებერვალი და ახლა 15 თებერვალსო. ასე გრძელდება განუწყვეტილივ და ასე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს კრიზისმენეჯმენტი მიმდინარეობს არასწორად, ცუდად. რატომ უნდა ავიღოთ ჩვენ იტალიის მაგალითი, რომელსაც არასწორი კრიზისმენეჯმენტი ჰქონდა და ამას პრემიერის გადადგომა მოყვა? რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მადრიდის მაგალითი, სადაც ბიზნესი არ ჩაკეტილა? როგორ შეიძლება დახურული სივრცეები იყოს პრივილეგირებული, ღია სივრცეებთან შედარებით? ნონსენსია ეს, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა თეა ანდრიაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი