პაატა იმნაძე: შემოდგომაზე მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ
28-01-2021, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიმედოვნებ, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 

„დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მაინც ქვეყანაში ვაქცინა იქნება. იცით, რომ იგივე „კოვაქსის“ პლატფორმას აქვს ხელშეკრულება „ფაიზერთან“ და „ბიოენტექთან“. ვაქცინის შესახებ, რომელსაც მინუს 70 გრადუსზე უნდა შენახვა, შეთანხმება მიღწეულია. იმედი გვაქვს, „ფაიზერის“ და „ბიონეტექის“ ვაქცინას ჩვენ თებერვლის მეორე ნახევარში მივიღებთ. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანების, ჩემი კოლეგების, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან, ვაქცინაცია დაიწყოს.

 

 

მთავარი და ძირითადი მაინც იქნება, რომ რამენაირად მოვახერხოთ, ვაქცინაციით მოცვა იყოს ძალიან მაღალი. ეს უკვე ზაფხულის ან შემოდგომის პერიოდში იქნება. რათა მომავალ ზამთარს (ეს ვირუსი სეზონურობას აჩვენებს) მომზადებული შევხვდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი ვაქცინირებული იყოს. ეს თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, რომ არ იყოს შეზღუდვები ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი