მარიამ ქვრივიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის სექტორია
28-01-2021, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა “, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე.

 

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, COVID-19 არა მხოლოდ გლობალური პანდემია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევაა - მან ასევე მძიმედ დააზიანა გლობალური ეკონომიკა. მისივე თქმით, ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსთვის ტურიზმის სექტორია.

 

 

„ჩვენ მოწმენი ვართ შემოსავლების უპრეცედენტო შემცირების, უმუშევრობის ზრდისა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიების შესუსტების. თქვენი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს შეაკავოს პანდემია და სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური სტაბილურობა. პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხო და სწრაფი აღდგენის სტრატეგიაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი