დედაქალაქის მერმა კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა
28-01-2021, 20:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. ლოტკინის დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული მოედანი იყო.

 


ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

„აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი. ყველა თაობაზეა მორგებული. აქ არის ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცე. მიხარია, რომ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ემატება ჩვენს ქალაქს და ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონებიდა დასასვენებელი პავილიონი;მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი.

 


პროექტის ღირებულება 665 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი