საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ქონების, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების საკითხს. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია და ყველა აქტივის რაციონალური გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების სწრაფი აღდგენისთვის, ასევე ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
ასევე აღინიშნა, რომ მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.
სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.
2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა. შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული ნაბიჯები 2021 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფრო აქტიურად წარმართვისთვის.
სამუშაო შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.