საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციასთან გაფართოებულ ფორმატში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ფართო სპექტრი და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შესძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში.
აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისაკენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ რეგიონში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში და აღნიშნეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირების უდიდესი მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკითხს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ორმხრივი დღის წესრიგის პარალელურად, მინისტრებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.