სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათების გადაცემა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიის და პანდემიის ფონზე სოციალური დახმარების აქცია 8 რეგიონში განხორციელდა. საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, მერის რწმუნებულებისა და სპეციალისტების მეშვეობით გადაეცათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 41 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.