ხათუნა თოთლაძე საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
29-01-2021, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან, იმამურა აკირასთან.



შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხთა ფართო სპექტრი.

 


ელჩმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარების საკითხში და კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და ჰუმანიტარული  მიმართულებით.

 


თავის მხრივ, ხათუნა თოთლაძე მიესალმა იმამურა აკირას დანიშვნას საქართველოში იაპონიის ელჩის თანამდებობაზე და წარმატებები უსურვა მას დაგეგმილ საქმიანობაში. 

 


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას და გამოთქვა იმედი რომ მხარეებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 


შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება გლობალური პანდემიის პირობებში სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

 

 

გამოითქვა მზადყოფნა კოვიდ-19-ის მიმართულებით ინფორმაციისა გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

 

 

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   Tomoko
      
13 აპრილი 2026 13:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი