ალეკო ელისაშვილი: დღეს შეთანხმება თუ შედგება, პარლამენტში შევალთ
29-01-2021, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრის დაწყებამდე.

 

 

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, გუშინდელმა ფაქტმა „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა გააღრმავა.

 

 

„მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნამდვილად, რადგან გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო.

 

 

ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. რაც შეეხება, ვისი დამსახურებაა – მოლაპარაკების პროცესის, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა, გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი და ზოგიერთი მედია ცდილობდა, წარმოეჩინა ისე, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი, მოლაპარაკების პროცესის და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი. მე ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიეთ – არა, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია, წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს. ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით, გვაქვს ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი, ერთჯერადი ხო? გამოვუშვებთ, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი, რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ ვერ მოაგვარა 30 წელია და ახლა, ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი