ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატოში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.