„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა
29-01-2021, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, Basisbank - ბაზისბანკის წარმომადგენლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ლეო ფილფანის სახელობის თეატრში შედგა და ადგილობრივ ფერმერებთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებული მოსახლეობაც ესწრებოდა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნული პროგრამის შესახებ.

 

 

ამ ეტაპზე ბაზისბანკი პირველი საბანკო სექტორია, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში.

 


პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 


აგროკრედიტი განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მეწარმეებისთვის. დაფინანსების ძირითადი პირობაა დასაფინანსებელი მეურნეობიდან ან სხვა საქმიანობიდან უწყვეტი და სტაბილური შემოსავლის არსებობა.

 

 

აგროკრედიტი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საბრუნავი საშუალებებისთვის: სასუქების, შხამქიმიკატების და სათესლე მასალის შეძენა, არასანაშენე პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებელი ხარჯების დაფარვა და ა.შ.

 


ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის: სანაშენე პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა, ფერმის და მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაფინანსება.

 


შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
• საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი
• საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე)
• საქართველოს კანონით რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბანკის წარმომადგენლებს შემდეგ ნომრებზე:

 

577 93 37 29;

 

598 48 41 20;


599 00 34 64.

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი