ნათია თურნავა - კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უპირობოდ შემოსვლა შეეძლება
29-01-2021, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს და ეს არის უკვე მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტული ნაწილისთვის, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა. ვითვალისწინებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ პისიარ ტესტი, ანუ ჩვენ აქ პისიარ ტესტი ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა მესამე დღეს ჩაიტარონ პისიარ ტესტი, კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტში ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქციინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის აქტიური ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალ წესები. გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და ვიცი, რომ ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, პირიქით მონაწილეებიც არიან ამ რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველი ჯგუფები უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურთ, დაათვალიერონ საქართველო და ამისთვის იცით, რომ ჩვენ ეტაპობრივად დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა და მივიჩნევთ, რომ ეს აირს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი