იაგო ხვიჩია: მალე შევხვდები ხელისუფლებას, გავაცნობ ჩემს პოზიციას, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში
29-01-2021, 23:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მალე შევხვდები ხელისუფლებას, დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, თუ როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას მაშინ შეხვდება, როცა მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი ექნება მომზადებული.

 

 

„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას, რომ მთელი ოპოზიცია შევიყვანოთ პარლამენტში. ყოველდღიურად ვხვდები, ყოველდღიურად ვეკონტაქტები და ვცდილობ გავიგო, რა უნდათ იმათ. მალე შევხვდები ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი მექნება მომზადებული. შევხვდები დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, მე როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში.

 

 

ვფიქრობ, რომ ჩვენი შესვლა და შიგნიდან ბრძოლა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვისაც, ოღონდ ჩვენ ამისთვის პირობა გვაქვს, ისე შესვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

მისივე თქმით, მოცემულობა არ შეცვლილა პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ შესვლით, არამედ იმის გამო, რომ „ციხიდან გამოუშვეს ადამიანები, ამაც მოლაპარაკების პროცესის სიმძიმე მოაშორა“.

 

 

„მაგის გამო არ შეცვლილა ჩვენთვის მოცემულობა, თუ რამის გამო შეიცვალა, შეიცვალა იმის გამო, რომ ადამიანები გამოუშვეს ციხიდან, რამაც მოლაპარაკების პროცესის სიმძიმეები ცოტა მოგვაშორა, ეს კი ბატონო. მაგრამ რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის შესვლას, მეც ვიცოდი, რომ ელისაშვილი შედიოდა, ელისაშვილმაც იცოდა, რომ მე ვიცოდი ამის შესახებ. შესაბამისად, ეს არ გამკვირვებია, მაგრამ, რომ გითხრათ ახლა ამის გამო მე შევდივარ პარლამენტში, ეს ასე არ არის და საზოგადოებისთვის ცნობილია.

 

 

ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ და ეს ვაჩვენოთ ადამიანებს. როდესაც ეს მიზანი გახდება რეალისტური და მას დასჭირდება ჩვენი ძალისხმევა, ჩვენ ეგრევე ავმოქმედდებით. ვეცდებით, ეს თემა ბოლომდე მივიყვანოთ. მანამდე, ჩვენ გვაქვს გეგმები და ვმუშაობთ. ამ გეგმების ნაწილი მინიმუმ საჯაროა, ნაწილი მოლაპარაკებების პროცესშია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

მისი თქმით, ახლა არის შანსი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

 

 

„არა, მარტო არ გვინდა, დავიცინებით. არ მოგვწონს. მარტო შესვლა არ გვინდა. ამდენი ხანია, ვიბრძვით რაღაც კონკრეტული მიზნისთვის. ამ მიზნის მიღწევა ახლა რომ არის რეალური, ისე არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია რას გაჰკივის. ის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, ახლა გვაქვს ამის შანსი. არასდროს არ გვექნება სხვაგან. ეს შანსი გაჩნდა იმიტომ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, თორემ ესენი თუ რამეზე თანხმდებოდნენ,

 

 

თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ბარიერი უნდა იყოს მაღალი, რომ მარტო თვითონ იყვნენ. ახლა გაჩნდა შანსი, რომ ორივეს რაღაცნაირად სჭირდება წახმარება. ამან შეიძლება, მოიტანოს ის, რაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი